"უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე" - უკრაინის საელჩოსთან აქცია მიმდინარეობს

23.01.22 17:03
"უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე" - უკრაინის საელჩოსთან აქცია მიმდინარეობს

"უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე" - უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილები. ისინი მეგობარ ქვეყანას სოლიდარობას უცხადებენ და რუსეთის მხრიდან ოკუპაციას აპროტესტებენ.

აქციაზე სიტყვით უკრაინის საელჩოს წარმომადგენელიც გამოვიდა. შეკრებილებს უკრაინის და საქართელოს დროშები აქვთ გაშლილი. ცოტა ხნის წინ ისმოდა უკრაინის ჰიმნიც. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ როდესაც საქართველოს უჭირდა, უკრაინას მას გვერდთ დაუდგა, ახლა კი ჯერი საქართელოზეა.

ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მთლიანად უკრაინას, ვეწინააღმდეგებით რუსეთს ოკუპაციას. მოვუწოდებ რუსეთს მთავრობას, თავი დაანებოს იარაღის ჭახუნს, კმარა უკვე!, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მოქალაქე. 

შეკრებილები სოლიდარობის აქციის გამართვას მომდევნო დღეებშიც აანონსებენ. 

 

მსგავსი სიახლეები