დიდთოვლობა გურიაში - სოფლების ნაწილი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი
დიდთოვლობა გურიაში - მეოთხე დღეა ხელისუფლება გზის გაწმენდა ვერ ახერხებს. სოფლების ნაწილი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ზოგიერთ დასახლებას არც ელექტროენერგია აქვთ. ადგილობრივებს საკვების და მედიკამენტების მარაგი ეწურებათ.
შიდა სასოფლო გზების გაწმენდა ადგილობრივები საკუთარი ძალისხმევით ცდილობენ.
შიდა გზები კი არა ცენტრალური გზა არაა გაწმენდილი. არავინ არ გვაქვს ყურადღებას, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
აღნიშულ საკითხზე სასაუბროდ გურიის გუბერნატორი მედიასთან არ ჩნდება. მისი არსებობის შესახებ გურულები მხოლოდ სოციალური ქსელით იგებენ, სადაც ის გაწმენდილი გზების და სპეციალური ტექნიკის ფოტოებს აქვეყნებს.