კორონავირუსი მინისტრთა კაბინეტს მოედო - ინფიცირებულია 4 მინისტრი

24.01.22 12:12
კორონავირუსი მინისტრთა კაბინეტს მოედო - ინფიცირებულია 4 მინისტრი

კორონავირუსი მინისტრთა კაბინეტს მოედო - ირკვევა რომ COVID 19 ოთხ მინისტრს დაუდასტურდა. 

ინფიცირებულები არიან - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი. 

ინფიცირების გამო ოთხივე მათგანი მთავრობის სხდომას არ ესწრებოდა. 

მსგავსი სიახლეები