პოლიციელმა ყრუ-მუნჯი ახალგაზრდა სცემა - შემზარავი კადრები
შემზარავი კადრები თბილისის მეტროდან - პატრულმა მოქალაქე პოლიციის ოთახში შეიყვანა და სასტიკად სცემა.
კადრებში კარგად ჩანს, რომ ნაცემია ყრუ-მუნჯი ახლგაზრდა, რომელსაც პოლიციელი გამეტებით მუშტებს თავისა და სახის არეში ურტყამს.
სასტიკ ანგარისსწორებამდე სამართალდამცველს შშმ პირის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო და მის კითხვებს ვერ უპასუხებდა.
კადრებში ნათლად ჩანს, როგორ აჰყავთ სამართალდამცავებს ახალგაზრდა კაცი ესკალატორზე. შშმ პირის მეგობარი პოლიციელს აფრთხილებს, რომ “ის ყრუ-მუნჯია და ხელი გაუშვას”, რაზეც სამართალდამცველი პასუხობს:
“რომ ავალაპარაკო ახლა?”.