შშმ პირის ცემა პოლიციელის მხრიდან - შსს-ს პირველი კომენტარი

24.01.22 18:06
შშმ პირის ცემა პოლიციელის მხრიდან - შსს-ს პირველი კომენტარი

ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობა -  შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის მეტროპოლიტენში მომხდარ ფაქტს ეხმიანება, რა დროსაც სამართალდამცველმა შშმ პირზე ფიზიკურად იძალადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველ რიგში, გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის უფლებებს.
მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს
- აღნიშნულია განცხადებაში.
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები