პოლიციელის მიერ სასტიკად ნაცემი ახალგაზრდა - "ტვ პირველმა" ახალი დეტალები გაარკვია

24.01.22 20:17
პოლიციელის მიერ სასტიკად ნაცემი ახალგაზრდა - "ტვ პირველმა" ახალი დეტალები გაარკვია

ძალადობის მსხვერპლი მოზარდის იდენტიფიცირება მოხდა- ,,ყრუთა კავშირის" ინფორმაციით, ეს არის 17 წლამდე ახალგაზრდა, რომელიც უბინაოა და ქუჩაში ცხოვრობს. კავშირის პრეზიდენტი, მაია მეტონიძე, ,,პირველებთან" საუბარში აცხადებს, რომ 17 წლის ლევან ა.-ს პრობლემები სამართალდამცველებათან ადრეც ჰქონია.

ეს ახალგაზრდა არის 17 წლის ლევან ა., ის უფრო მეტყველ პირებთან მეგობრობს. მათტან ერთად მოძრაობს, სახლი არ აქვს და ქუჩაში ცხოვრობს. მას პრობლემები ჰქონდა სამართლებრივ ასპექტში, თავშესაფარში იყო და გამოიქცა"- განუცხადა ,,ტვ პირველს" მაია მეტონიძემ.

ამ დროისთვის მეტროსადგურ ,,ისანში" სადაც გუშინ შშმ პირის სტატუსის მქონე ახალგაზრდა პოლიციელმა სცემა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

გამომძიებლებმა უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. იდენტიფიცირებულია სავარაუდო მოძალადე პირი.

შემზარავი კადრები "ტვ პირველმა" რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. 

კადრებში ნათლად ჩანს, როგორ აჰყავთ სამართალდამცავებს ახალგაზრდა კაცი ესკალატორზე. შშმ პირის მეგობარი პოლიციელს აფრთხილებს, რომ “ის ყრუ-მუნჯია და ხელი გაუშვას”, რაზეც სამართალდამცველი პასუხობს:

“რომ ავალაპარაკო ახლა?”.

მომხდარ ფაქტზე  გამოძიება ინსპექტრის სამსახურმა დაიწყო.

“მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაიწყო გამოძიება[შსს-ს] საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”,- წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები