"არა მილიციას" - დღეს შსს-სთან აქცია გაიმართება
"არა მილიციას" - დღეს 25 იანვარს, 15:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქცია გაიმართება.
გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ერთი პოლიციელი გამეტებით ურტყამს ყრუ-მუნჯ ადამიანს, ხოლო მეორე პოლიციელი, ამ ყველაფერს მშვიდად უყურებს.
ეს შედეგი მოაქვს დაუსჯელობის სინდრომს, ადამიანზე ძალადობა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა არავის არ ეპატიება", - ნათქვამია განცხადებაში.
შემზარავი კადრები "ტვ პირველმა" გუშინ გაავრცელა.
კადრებში ნათლად ჩანს, როგორ აჰყავთ სამართალდამცავებს ახალგაზრდა კაცი ესკალატორზე. შშმ პირის მეგობარი პოლიციელს აფრთხილებს, რომ “ის ყრუ-მუნჯია და ხელი გაუშვას”, რაზეც სამართალდამცველი პასუხობს:
“რომ ავალაპარაკო ახლა?” და აგრძელებს მოქალაქის ცემას.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება ინსპექტრის სამსახურმა დაიწყო.