მომდევნო პერიოდი იქნება ყველაზე მძიმე პანდემიის ისტორიის განმავლობაში - ექიმების პროგნოზი
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდის ფონზე ექიმები საგანგაშო პროგნოზებს აკეთებენ. ეპიდემიოლოგების გათვლით, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მე-6 ტალღის მხოლოდ დასაწყისია, ხოლო პიკური მაჩვენებლები თებერვალში დაფიქსირდება.
ჩვენ ახლა ვართ კორონავირუსის პანდემიის მე-6 ტალღის აღმავალ მრუდზე, მომდევნო დღეების განმავლობაში იანვრის ბოლომდე და თებერვლის ალბათ პირველი 10 დღე შემთხვევების მატება იქნება, მომდევნო პერიოდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პანდემიის მთელი ისტორიის განმავლობაში. 18-30 ათასი ინფიცირებული ადამიანი 1 დღის განმავლოაბში რეალური მოლოდინია", - ამბობს ივანე ჩხაიძე.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა დაფიქისრდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი.