პროტესტის უკიდურესი ფორმა ქუთაისის პროკურატურასთან - ქალმა მაკრატლით ხელი დაისერა

25.01.22 11:55
პროტესტის უკიდურესი ფორმა ქუთაისის პროკურატურასთან - ქალმა  მაკრატლით ხელი დაისერა

ხმაური იყო ქუთაისის პროკურატურასთან, სადაც მოქალაქემ თვითმკვლელობა სცადა -  ქალმა მაკრატლით ხელი დაისერა.  მზია მამრიკიშვილი მჯდომარე აქციას პროკურატურის სამოქალაქო მისაღებში მართავდა და თაროზე შემოდებული საქმის გამოძიებას ითხოვდა.

ქალის მტკიცებით, ღამით ის შენობიდან პოლიციელებმა ძალით გამაოთრიეს, რის გამოც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. 

მზია მამრიკიშვილის მტკიცებით, წლების წინ, სუს-ის თანამშრომელმა, უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, სოფიო სურგულაძემ, მისი კუთვნილი 1 კილომდე ოქრო მოტყუებით მიითვისა, თუმცა გავლენიანი მფარველების გამო ქალს ამ დრომდე არ აკავებენ. 

მითვისებული აქვს ჩემი კუთვნილი ოქრო, დაწყობილი აქვს ყალბი დოკუმენტები, მაწერდნენ 36 000 ლარს და 7 700$-ს. ეს ხდებოდა მისი ოჯახის ჩართულობით. მამამისი განაგებს კრიმინალურ სამყაროს, ეს სუს-ის შენობაში ზის და განაგებს კერძო დაცვას. ხელში უჭირავს პროკურატურა, სასამართლო, სამმართველო. 

მე პროკურატურაში მოვედი, ეს ჩემი უფლებაა, რომ მოვითხოვო საქმის ძიება და ბოლომდე მიყვანა. 

ღამის თორმეტი საათი იყო, 10-მდე ადამიანი შემოვარდა, რა დროსაც პატარა მაკრატლით დაზიანებები მივიყენე. ამის შემდეგ გარეთ გამომათრიეს და აქ დამაგდეს. ბოლოს სასრაფომ გადამიყვანა "ევექსის" კლინიკაში - ამბობს მზია მამრიკიშვილი.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები