50 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომლებიც ბუსტერ დოზით აიცრებიან, 100 ლარს მიიღებენ
50 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომლებიც ბუსტერ დოზით აიცრებიან, 100 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გარდა ამის, 50 წელს ზემოთ მოქალაქეებს, რომლებიც ბუსტერ დოზას გაიკეთებენ, წახალისება გაუკეთდებათ, ოღონდ ამ შემთხვევაში, 100 ლარის ოდენობით“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
NCDC-ს მონაცემებით, ამჟამად ბუსტერ დოზით აცრილია 133 109 მოქალაქე.