16 მილიონი პროკურატურას - ახალი შენობის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს ხელისუფლებას პროკურატურის ახალი შენობის აშენება სურს. შენობის ასაშენებლად ბიუჯეტიდან 16 მილიონი დაიხარჯება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. საგამოძიებო უწყების ახალი ნაგებობა საქალაქო სასამართლოს უკან აშენდება.
კორუფციის მკვლევარების აზრით, უწყების ახალი შენობისთვის 16 მილიონი ლარის გადახდა ნებისმიერ შემთხვევაში გაუმართლებელია, რადგან პროკურატურის არსებული შენობა ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.
რა თანხითაც არ უნდა აშენდეს, ეს იქნება საბიუჯეტო თანხა, გრანტი, თუ გრძელვადიანი სესხი, არცერთ შემთხვევაში არ დგას პროკურატურის ახალი შენობის მიზანშეწონილობა, რადგან ეს არის ინსტიტუცია, რომელსაც საქართველოში ნდობა აქვს ნულოვანი, ამას ემატება ის, რომ საკმაოდ გამართული ინფრასტრუქტურა აქვს, რომელშიც არიან. ეს 16 მილიონი თავისუფლად შეიძლება, მოხმარდეს ნებისმიერ ისეთ პროექტს, რომელიც სიკეთეს მოუტანს საქართველოს მოსახლეობას", - ამბობს ბესიკ დონაძე.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ხალხის ფულს კვლავ კომფორტის მოსაწყობად ხარჯავს.
რასაც ვუყურებთ, არის მორიგი ფლანგვის მაგალითი, სადაც პროკურატურას უნდა, რომ მოიწყოს დამატებით კომფორტი იმისთვის, რომ უკვე ახალ და ლამაზ შენობებში დაჭრან და შეკერონ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები", - ამბობს საბა ბუაძე.