ნაცემი არასრულწლოვანი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს

25.01.22 14:59
ნაცემი არასრულწლოვანი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს

ნაცემი არასრულწლოვანი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. 17 წლის ბიჭი სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში დედასთან, თარჯიმანთან და ადვოკატთან ერთად შევიდა. 

პოლიციელების მსხვერპლს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციციაცია" დაიცავს.

უახლოეს პერიოდში ,,საიას" ადვოკატი საგამოძიებო უწყებას მიმართავს საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნით. მასალების გაცნობის შემდეგ კი არასრულწლოვანთან შეთანხმებით, დაიგეგმება შემდეგი ნაბიჯები.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ,,საია" გამოძიების მსვლელობის თაობაზე ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის." ნათქვამია ,,საიას" ინფორმაციაში. 

რაც შეეხება შემზარავი დანაშაულისთვის დაკავებულ პოლიციელებს, ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან და ბრალის ოფიიციალურად წარდგენას ელოდებიან. 

მსგავსი სიახლეები