მხოლოდ ორი პოლიციელის დაკავება საკმარისი არაა - გომელაურო, გადადექი - აქცია შსს-სთან
შინაგან საქმეთა სამინისტრო, "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისი და "ერას" მოედანი - პოლიციელების მიერ 17 წლის ბიჭის ცემის და არადამიანური მოპყრობის შემზხარავმა ფაქტმა ხალხი ქუჩაში გაიყვანა.
"მხოლოდ ორი პოლიციელის დაკავება საკმარისი არაა - გადადექი გომელაურო"- ისმის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე.
ორი პოლიციელის დაკავებით, სისტემური დანაშაული არ აღმოიფხვრება. ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც წახალისებულია, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან"- ახზადებს "დროას" წარმომადგენელი.
აქციაზე იმყოფება შშმ პირის დედა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
ეს ბავშვი ყველას შვილია. ეს ერთი კონკრეტული პოლიციელის დანაშაული არ არის, ეს სისტემური დანაშაულია. დღეს ჩემს შვილებს ეშინიათ პოლიციის, მეკითხებიან - დღეს რა ვქნათ?!
პირველ რიგში, პოლიციელისთვის წაყენებული მუხლი არ უნდა შეიცვალოს და ის 144-ე მუხლით უნდა გასამართლდეს.
გამოვიდეს გომელაური და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა! გამოდის, რომ პოლიციას ფულს ჩვენი შვილების ცემაში ვუხდით"- ამბობს ერთ-ერთი შშმ-ს მშობელი.