"პოლიციელი ფიზიკურად ძალადობს ქალზე"- შემზარავი ვიდეო ზუგდიდიდან

25.01.22 16:36
"პოლიციელი ფიზიკურად ძალადობს ქალზე"- შემზარავი ვიდეო ზუგდიდიდან

პოლიციელის სავარაუდო ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი - ვიდეოს "დროას" წევრი, მარიამ სიჭინავა, ავრცელებს. 

მისი ინფორმაციით, ვიდეო ზუგდიდში, ჩხოუშიის სანაპიროზეა გადაღებული. კადრში ჩანს, როგორ ძალადობს სავარაუდოდ კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ქალზე. მარიამ სიჭინავას მტკიცებით ვიდეო დღეს დაახლოებით 16:00 საათზეა გადაღებული. 

"ჩემი წყაროს ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციის ფორმაში დაცვის პოლიციელი არ არის, ეს იყო რიგითი პოლიციელი, რომელიც ძალადობდა ქალზე.

ჩემ წყაროს უნდა, მისი კომფიდენციალურობა შევინარჩუნო. გარკვეული მიზეზების გამო მე მის სახელს ვერ დავასახელებ. 

შესაბამისმა სტრუქტურებმა ვიდეოში არბეჭდილი პირის ვინაობა სასწრაფოდ უნდა დაადგინონ. მან კანონის შესაბამისად პასუხი უნდა აგოს"- განაცხადა მარიამ სიჭინავამ. 

 

ცნობისთვის, გუშინ "ტვ პირველმა" გაავრცელა უმძიმესი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ უსწორდება პოლიციის თანამშრომელი შშმ პირს. სიუჟეტის ეთერში გასვლიდან მალევე ქვეყანა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. 

დღეს კი საქმეზე ორი სამართალდამცავი აიყვანეს. 

პირველების" ინფორმაციით, დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შსს-ს საპატრულო პოლიციის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი  ნუკრი ბაქრაძე, ხოლო სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი კახა ბაკაშვილი.  

მსგავსი სიახლეები