ავალაპარაკებო - როგორ აალაპარაკა, ნახეთ - პოლიციის მიერ ნაცემი ბიჭის მეგობარი

25.01.22 17:06
ავალაპარაკებო - როგორ აალაპარაკა, ნახეთ - პოლიციის მიერ ნაცემი  ბიჭის მეგობარი

პოლიციელის მიერ სასტიკად ნაცემი არასრულწლოვნის მეგობარი, რომელმაც ძალადობის კადრები გადაიღო, მეტროსადგურ "ისანში" მომხდარ ფაქტს იხსენებს. 

მისი თქმით, აგრესიული პოლიციელი გააფრთხილეს, რომ 17 წლის ლეონი შშმ პირი იყო, რაზეც პოლიციელმა მას უთხრა, რომ აალაპარაკებდა.

შენიშვნა მოგვცეს და მიგვითითეს, რომ უნდა ავსულიყავით. შემდეგ რაც მოხდა, ყველამ ნახა. ვუთხარით, რომ ყრუ-მუნჯია, ვერ გააგებინებთ, რაზეც პოლიციამ გვითხრა, რომ ჩვენ ავალაპარაკებთ მაგას-ო. რასაც ცდილობდა, ვერ გამოუვიდა. ახლა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის მიეცეს პასუხისგებაში"- აცხადებს სკანდალური ვიდეოს ავტორი. 

მისი მტკიცებით, ახალგაზრედებს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.  17 წლის ბიჭის მეგობარი სახელმწიფო ინსპეტქტორის სამსახურში უკვე გამოიკითხა. რაც შეეხება დაშავებულს, მას ექსპერტიზა ჩაუტარდა. ლონდა თოლორაიას უწყებას არასრულწლოვანმა მეტროსადგურში განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

მსგავსი სიახლეები