10 წელი მოზარდის წამებისთვის - პოლიციელები განაჩენს იზოლიატორში ელოდებიან

25.01.22 20:09
10 წელი მოზარდის წამებისთვის - პოლიციელები განაჩენს იზოლიატორში ელოდებიან

ყრუ-მუნჯ არასრუწლოვანზე, ლეონზე,  ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელებს ათი წლით ციხე ემუქრებათ. პატრულის ორი თანამშრომელი მოსამართლის გადაწყვეტილებას იზოლატორში ელოდება.  
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში 17 წლის შშმ პირის  დაკითხვა ახლაც მიმდინარეობს. არსებობს ეჭვი, რომ ძალადობის მსხვერპლი მოზარდი პოლიციელების მხრიდან აგრესიის ობიექტი ადრეც იყო, არ არის გამორიცხული, ბრალი სხვებსაც წაუყენონ.

უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული პოლიციელები ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ.

შსს-მ ,,ტვ პირველის" ეთერში გასული მძიმე კადრების შემდეგ 2 პოლიციელი-ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავა.