დღე მეოთხე - იტალიაში, ქართველ გოგონას სალომე ტეტუნაშვილს ამ დრომდე ეძებენ
უკვე მეოთხე დღეა, პოლიცია იტალიაში 30 წლის საქართველოს მოქალაქეს, სალომე ტეტუნაშვილს, ეძებს. შვილის გაუჩინარების შემდეგ ემიგრანტის გოგონას ოჯახმა დახმარებისთვის საკონსულოს მიმართა.
სალომე ტეტუნაშვილი ქალაქ ნაპოლში ერთ-ერთ ოჯახში დამხმარედ 3 წლის განმავლობაში მუშაობდა. ოჯახი ამბობს, რომ ბოლოს შვილთან კომუნიკაცია საღამოს 6 საათზე ჰქონდა, ის სამსახურში იყო, თუმცა სახლში აღარ დაბრუნებულა.
იტალიელი სამართალდმცველები სწავლობენ ქუჩებში დამონტაჟებული სათვალთავლო კამერების ჩანაწერებსაც, რომ როგორმე დაადგინონ, რა ტრაექტორიით გადაადგილდებოდა სალომე ტეტუნაშვილი.
სალომე ტეტუნაშვილის მსგავსად იტალიის ქალაქ ნეპოლში კიდევ ერთ ქართველ ემიგრანტ გოგონას ეძებენ, სახელი და გვარი ჯერჯერობით არ საჯაროვდება, ის სავარაუდოდ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოკლული მოქალაქის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. ზალკალიანის უწყებაში ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევის შესახებ პოლიციაში შეტყობინება არ შესულა, რაც შეეხება გაუჩინარებული ქართველის საქმეს, საკონსულოს თქმით, ოჯახთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ.
საქართველოს 5 გარდაცვლილი და 1 გაუჩინარებული მოქალაქე- ბოლო 20 დღის უმძიმესი სტატისტიკა იტალიიდან ვრცელდება. აქ ქართველ ემიგრანტებს ერთი მეორეს მიყოლებით ან კლავენ, ან ისინი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო კვდებიან, ან უკვალოდ იკარგებიან.
ადამიანები, რომლებიც იტალიაში არალეგალად მუშაობენ, შესაბამის სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ, რაც ხშირად უმძიმესი შედეგით, სიკვდილით, სრულდება.