რეკორდულად გაზრდილი მაჩვენებელი - კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა და 39 გარდაცვლილი
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 5 087 პირი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 22,42%-მდე გაიზარდა. ბოლო 14 დღის - 15,32%, ბოლო 7 დღის - 19,58%.
გუშინ საქართველოში 78 172 ტესტი ჩატარდა. დღიურად აცრილია - 7 661 მოქალაქე.