ძალადობა შშმ პირზე - მოძალადე ბოლიციელებს დღეს ბრალს წაუყენებენ

26.01.22 11:01
ძალადობა შშმ პირზე - მოძალადე ბოლიციელებს დღეს ბრალს წაუყენებენ

პოლიციელის მიერ ნაცემი შშმ 17 წლის ბიჭის ცემის ფაქტზე დამნაშავე პირთა წრე შესაძლოა,  გაფართოვდეს. 

დაკავებული პოლიციელები,  ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი, ბრალის წარდგენას ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდებიან. მედიასთან პოლიციელების ადვოკატებს განმარტება არ გაუეკეთებიათ. ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლო პროცესი ჩაინიშნება, რომელსაც დაზარალებული 17 წლის ბიჭის დედა დაესწრება.  

იზოლატორში დაკავებულები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელმა მოინახულა, თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა. 

17 წლის შვილის დედა ამბობს, რომ ბავშვი პოლიციელების მიერ  ძალადობის მსხვერპლი წარსულშიც გამხდარა. ის დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. 

როგორ შეიძლება ცემა, არ ესმის, არ ლაპარაკობს, ორივე უნდა წავიდეს ციხეში, იმას არ რცხვენია, ავადმყოფ ბავშვს ცემს? - ამბობს 17 წლის მოზარდის დედა. 

შეგახსენებთ, უმძიმესი კადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობენ პოლიციელები შშმ პირზე, 2 დღის წინ "ტვ პირველმა"  2 დღის წინ გაავრცელა.

დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შსს-ს საპატრულო პოლიციის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი,  ნუკრი ბაქრაძე, ხოლო სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, კახა ბაკაშვილი.