ქურდობების სერია იმერეთში - ერთ ღამეში 35 მანქანა გაძარცვეს

26.01.22 11:14
ქურდობების სერია იმერეთში - ერთ ღამეში 35 მანქანა  გაძარცვეს

იმერეთში ერთ ღამეში 35 მანქანა გაძარცვეს. დაზარალებულები ამბობენ, რომ პოლიციას არცერთ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია.

ყველა ფაქტს ერთი ხელწერა აქვს: ჩამსხვრეულია მინები, წაღებულია მაგნიტოფონები, აუდიო აპარატურა და ნივთები. დაზარალებულები "ტვ პირველთან" ჰყვებიან, რომ რამდენიმე მანქანიდან წაღებულია თანხაც.