იტალიაში სალომე ტეტუნაშვილს მეხუთე დღეა ეძებენ! - ქართველი ემიგრანტები ქუჩაში გავიდნენ

26.01.22 11:18
იტალიაში სალომე ტეტუნაშვილს მეხუთე დღეა ეძებენ! - ქართველი ემიგრანტები ქუჩაში გავიდნენ

ქართველი ემიგრანტების პროტესტმა ნაპოლი მოიცვა - 5 დღის წინ დაკარგული ქართველი ემიგრანტის სალომე ტეტუნაშვილის სამძებრო სამუშაოების აქტიურად დაწყების მოთხოვნით  აქცია იმართება.

მათი თქმით, ქვეყნის პოლიცია დაკარგული ახალგარზდა ქალის ოჯახის წევრების თხოვნაზე არ რეაგირებს და დახმარების თხოვნით საქართველოს საელჩოს მიმართავენ. 

სალომე ტეტუნაშვილი ქალაქ ნაპოლში ერთ-ერთ ოჯახში დამხმარედ 3 წლის განმავლობაში მუშაობდა. ოჯახი ამბობს, რომ ბოლოს შვილთან კომუნიკაცია საღამოს 6 საათზე ჰქონდა, ის სამსახურში იყო, თუმცა სახლში აღარ დაბრუნებულა.

საღამოთი გავიდა ნაგვის გადასაყრელად, ურნა არის საკმაოდ ახლოს და დიდი მანძილის გავლა ამისთვის არ დასჭირდებოდა"- აცხადებენ ქართველი ემიგრანტები.