გორში პოლიციელებმა იჩხუბეს - შესარიგებლად "ქურდები" გამოიძახეს

26.01.22 14:57
გორში პოლიციელებმა იჩხუბეს -  შესარიგებლად "ქურდები" გამოიძახეს

გორში შსს-ს მაღალჩისნოსნებმა  რესტორანში იჩხუბეს. "ტვ პირველის" ინფორმაციით, კონფლიქტი სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ  ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც  სამართალდამცავებმა ადგილზე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები "გოგლიკა" და "ჩორნა" გამოიძახეს.  შემთხვევა 14 იანვარს მოკრივე გიორგი კანდელაკის რესტორანში მოხდა. ადგილობრივი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ინფორმაციით,  პოლიციელებს შორის ურთიერთობის გარკვევა ე.წ. კანონიერ ქურდებს დაევალათ.

სუს-ის და პოლიციის მაღალჩინოსნები აღნიშნავდნენ დღესასწაულს გიორგი კანდელაკის მფლობელობაში არსებულ რესტორანში. დღესასწაულის აღნიშვნის დროს მათ შორის მოხდა დაპირისპირება, კონფლიქტი, ეს ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდეც მივიდა ეს ფაქტი და იმდენად გაღრმავდა ეს კონფლიქტი, რომ მათ შესარიგებლად და მათ შორის ურთიერთობის გასარკვევად გამოიძახეს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, "გოგლიკა" და "ჩორნა" და ჩაერთნენ პოლიციელების კონფლიქტში", - ამბობს ენმ-ს წევრი, ანი ბალიაშვილი.

"პირველების" ინფორმაციით, სუფრასთან იმყოფებოდნენ კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი პირები. 

მსგავსი სიახლეები