ანასტასია შატალოვას საქმე- ოჯახი გამოძიების შედეგებით უკმაყოფილოა
თბილისში მოკლული ანასტასია შატალოვას ოჯახი გამოძიებით უკმაყოფილოა. ოჯახის ადვოკატის, პაატა შავაძის, თქმით, ბრალდებულებისთვის ბრალის დამძიმება საკმარისი არაა და ამ საქმეში მთავარი ისაა, რომ მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
ადვოკატის ინფორმაციით, დამკვეთთან მიმართებაში საქმე გაჭიანურებულია და ამით სწორედ გამოძიებაა დაინტერესებული, რადგან პროკურატურამ დამკვეთის ნაწილი ცალკე გამოყო, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე თაროზე შემოიდო.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი დაუმძიმა.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბექა ლატარია და ბიძინა ხასია ავტომანქანით ანასტასია შატალოვას განზრახ მოკვლის მიზნით, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ. ბექა ლატარია კორპუსის სადარბაზოსთან ანასტასია შატალოვას დაელოდა და მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანება მიაყენა, შემდეგ კი ბიძინა ხასიასთან ერთად მიიმალა.
მიღებული დაზიანებების შედეგად ანასტასია შატალოვა ადგილზე გარდაიცვალა.