ვინ მიიყვანა ქართველი ემიგრანტი უმძიმეს მდგომარეობამდე? - სალომე ტეტუნაშვილი საავადმყოფოშია მოთავსებული
ვინ მიიყვანა 30 წლის ქართველი ემიგრანტი უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობამდე? - ირკვევა, რომ იტალიის ქალაქ ნეაპოლში გაუჩინარებული სალომე ტეტუნაშვილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია მოთავსებული.
ერთ-ერთი ვერსიით, ქალი გამვლელმა, შაბათ საღამოს ნაპოლში, სანჯოვანის ქუჩაზე იპოვა და მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, საავადმყოფოში გადაიყვანა.
ემიგრანტის ინფორმაციით ტეტუნაშვილს ჰქონდა მეხსიერების პრობლემები და ის მის ვინაობას ვერ იხსენებდა.
"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, პოლიცია ამ წუთებში სალომე ტეტუნაშვილს და დედამისს კითხავს, თუმცა არსებული ცნობით, ქალს დეტალების გახსენება უჭირს.
30 წლის ქალის ოჯახი არც იმას გამორიცხავს, რომ ახალგაზრდას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. ისინი იმ ოჯახის წევრების დაკითხვას მოითხოვენ, სადაც ტატუნიშვილი ბოლო სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.
სალომეს დედასთან ვიყავი, როცა შემოვიდნენ პოლიციელები და უთხრეს, რომ მისი შვილი იპოვეს და ის ცოცხალია. ველაპარაკე გოგონას, რომელმაც ის იპოვა, ამბობს, რომ სალომე მას არეულად ესაუბრებოდა. რის შემდეგაც მივხვდი, რომ მასთან საუბარის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდაო და ვთხოვე რომ ისევ პოლიციელისთვის მიეცა ტელეფონი, რომ ეთქვათ, სად უნდა მისულიყვნენ ახლობლები. იმყოფებოდა იქვე, ნაპოლთან ახლოს"- ამბობს ემიგრანტი და საქართველოს საელჩოს უმოქმედობაში ადანაშაულებს.