17 265 ახალი შემთხვევა და 34 გარდაცვლილი - კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 17 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 162 773 შემთხვევაა დადასტურებული.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 24,95%, ბოლო 14 დღის - 20,01%, ბოლო 7 დღის - 23,24%.
სულ აცრილია - 2 710 914, დღიურად აცრილია - 5 156.