უბედური შემთხვევა სავარაუდოდ, 3 დღის წინ მოხდა - ახალი დეტალები ტრაგედიის ადგილიდან

30.01.22 11:02
უბედური შემთხვევა სავარაუდოდ, 3 დღის წინ მოხდა - ახალი დეტალები   ტრაგედიის ადგილიდან

გლდანში, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად 3 ბავშვი და მშობლები სავარაუდოდ 3 დღის გარდაცვლილები არიან.  ამის შესახებ ინფორმაციას "პირველებს" ოჯახის ახლობლები ბინის მესაკუთრეზე დაყრდნობით აწვდიან. ბინის მესაკუთრე ოჯახთან დაკავშირებას 3 დღის განმავლობაში უშედეგოდ  ცდილობდა.

ბინის მესაკუთრე საჩხერიდან თბილისში მოემგზავრება. ის პოლიციის განყოფილებაშია დაბარებული. ადგილობრივების თქმით, კორპუსის მე-6 სართულზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მაშველები ცხედრების გამოყვანას დიდხანს ცდილობდნენ.

პირველადი ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი CO-ს დაგროვება გახდა. სოციალურად დაუცველმა ოჯახმა ბავშვების გასათბობად გაზის გამათბობელი გამოიყენა, რომელიც სავარაუდოდ, გამართულ მდგომარეობაში არ მუშაობდა.

სამი დღის გადმოსულები იყვნენ. დამ თქვა, რომ ქარი მიქრობს გამათბობელსო", - თქვა მეზობელმა.