ქუთაისში ერთ ღამეში 25 მანქანა გაძარცვეს

30.01.22 11:13
ქუთაისში ერთ ღამეში 25 მანქანა გაძარცვეს

ქუთაისში ერთ ღამეში 25 მანქანა გაძარცვეს. წაღებულია ფული, მაგნიტოფონები, სამკაულები. ჩამსხვრეულია მანქანის მინები. დაზარალებულები გამოძიების დაწყებას ითხოვენ. პოლციიას ამ დრომდე ინფორმაცია არ აქვს, შესაბამისად გამოძიება დაწყებული არ არის.

იმერეთში მანქანები ძარცვის შემთხვევებმა ბოლო პერიოდში სულ უფრო მოიმატა. მძარცველებს საერთო ხელწერა აქვთ: ისინი ამსხვრევენ მანქანის მინებს და იპარავენ სხვადასხვა ნივთს.