ტრაგედია გლდანში - ცხედრების ექსპერტიზა დასრულებულია

30.01.22 13:03
ტრაგედია გლდანში - ცხედრების ექსპერტიზა დასრულებულია

გლდანში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილ შანიძეების 5 წევრიან ოჯახს  თბილისიდან სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტში გადაასვენებენ. ცხედრების ექსპერტიზა დასრულებულია.

გარდაცვლილების ახლობლები ამბობენ, რომ ოჯახი მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო თბილისში გადმოვიდა და 5 წელზე მეტი ბავშვების მამა სხვადასხვა სამუშაოზე ლუკმა-პურის მოსაპოვებლად ხელოსნად  იყო დასაქმებული.

ტრაგედია გლდანში გუშინ მოხდა. ცოლ-ქმარი და 3 მცირეწლოვანი გაზით გაიგუდნენ.

პირველადი ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი CO-ს დაგროვება გახდა. სოციალურად დაუცველმა ოჯახმა ბავშვების გასათბობად გაზის გამათბობელი გამოიყენა, რომელიც სავარაუდოდ, გამართულ მდგომარეობაში არ მუშაობდა.