მიტაცებული ტყეები - კიკეთში მოსახლოება აქცია მართავს
კიკეთში მოსახლეობა ტყეების მიტაცებას აპროტესტებს და აქციას მართავს. ადგილობრივები მოითხოვენ, რომ მიეცეთ საშუალება გასხვისებულ ტერიტორიაზე დარგონ ხეები და ნაკვეთს მიენიჭოს რეკრეაციული ზონის სტატუსი. ადგილობრივების თქმით, გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტრომ და მერიამ უნდა მიიღოს.
საქმე ეხება კიკეთის ტყეში 2 ათასი კვ. კმ-ის ფართობს, რომელიც აუქციონზე ქონების მართვის სააგენტომ გაიტანა და გიორგი ნემსაძის ოჯახის წევრს თორნიკე ნემსაძეს გადაეცა. კახი კალაძემ კიკეთის ტყეში უკანონო მოჭრილი ხეების ადგილას, მშენებლობის ნებართვა, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გასცა, მას შემდეგ რაც მისი მეგობარი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე ცაგერის მერი გახდა.
ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება ამ თემაზე "ნოდარ მელაძის შაბათმა" მოამზადა.