გამოყენებული იყო გაზის „ფურნაკი“ გასათბობად, რაც დაუშვებელია - ენერგოომბუდსმენი გლდანში მომხდარ ტრაგედიაზე
"გამოყენებული იყო გაზის „ფურნაკი“ გასათბობად, რაც დაუშვებელია", - ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა გლდანში მომხდარი ტრაგედიის სავარაუდო მიზეზებზე ისაუბრა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
მისი განმარტებით, გაზის ფურნაკის ღია მდგომარეობაში გამოყენება იწვევს, როგორც უჟანგბადობას, ასევე Co-ს დაგროვებას, რაც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.
პირველადი ინფორმაციით, გამოყენებული იყო გაზის "ფურნაკი" გასათბობად, რაც არის დაუშვებელი და რამდენიმე საათში შეიძლება დააყენოს ადამიანის სიკვდილი. "ფურნაკი", ე.წ. ღუმელი ან „დუხოვკა“ არის ისეთი მოხმარებისთვის, რომელიც მხოლოდ დახურულ მდგომარეობაში ცხობისას, ან საკვების მომზადებისას შესაძლოა იყოს გამოყენებული. ხვალ გვექნება შესაძლებლობა ოფიციალური ახსნა-განმარტებით მივმართოთ „თბილისი ენერჯის“ და გამოვითხოვოთ ინფორმაცია, რომელიც შეკრიბა მათმა საავარიო სამსახურმა. ასევე გამოვითხოვთ ინფორმაციას დაწყებულ გამოძიებაზე და მის მიმდინარეობაზე.
გათბობის მიზნით "კამფორების" ჩართვა, "ფურნაკის" ღია მდგომარეობაში გამოყენება იწვევს როგორც უჟანგბადობას, ასევე Co-ს დაგროვებას, რაც არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში მოვლენა. უნდა დავიცვათ მარტივი წესი და უკიდურეს შემთხვევაში გათბობისთვის გაზის ფურნაკის ჩართვა დასაშვებია მხოლოდ მცირე დროით, განიავებით, ყველა დანადგარი უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ დანიშნულების მიხედვით“, - თქვა სალომე ვარდიაშვილმა.