ყაჩაღობა ქუთაისში - დაკავებულია 32 წლის კაცი

31.01.22 10:44
ყაჩაღობა ქუთაისში - დაკავებულია 32 წლის კაცი

ყაჩაღობა ქუთაისში - აფთიაქის დაყაჩაღების ფაქტზე 32 წლის კაცი დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 30 იანვარს, ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში პისტოლეტის მუქარით ფარმაცევტებს დაახლოებით 300 ლარის ოდენობის თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია უწყების განცხადებაში.

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი და ყაჩაღური გზით დაუფლებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.