სასაკლაოზე უშვებენ ხალხს - მეშახტეები შახტში მომხდარ ტეაგედიაზე პასუხისმგებლობას კომპანიას აკისრებენ

31.01.22 11:40
სასაკლაოზე უშვებენ ხალხს - მეშახტეები შახტში მომხდარ ტეაგედიაზე პასუხისმგებლობას კომპანიას აკისრებენ

აფეთქება ტყიბულის შახტში - კომპანია "საქნახშირს" განმარტებები ამ დრომდე არ გაუკეთებია. მეშახტეები კი "ტვ პირველთან" პირდაპირ ამბობენ, რომ ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. 

მათი თქმით, ტრაგედიის ადგილზე თვენახევრის წინ, ხანძარი გაჩნდა და ადგიზე 6 თვის განმავლობაში სამუშაოების განახლება სარისკო იყო. 

უსაფრთხოების ინჟინერი, შახტის დირექტორის მოადგილე უსაფრთხოების საკითხებში, ბიულეტენებს უთვლის ხალხს, და იმას კი არ ამოწმებს იქ გაზი არის თუ არა. სასაკლაოზე უშვებს ხალხს. ამათი შეცდომაა - დაგაზიანება რომ არის, იმას ყურადღება უნდა მიაქციო, ან ხალხი საერთოდ არ უნდა გაუშვა. ტყიბულის შახტაა აქ საარსებო წყარო და სწორედ მას უნდა მიაქციო ყურდღება. მაგრამ იმას, რასაც უნდა მიქციონ ყურადღება, იმას წოვებენ უყურადღებოდ"- აცხადებს ადგილობრივი. 

ტრაგედია შახტში გუშინ, 23:00 საათზე დატრიალდა, ამ დროს მეშახტეების ბრიგადა ქვანახშირის მოპოვების სამუშაოებს ახორციელებდა. ერთ-ერთი ვერსიით, უბედური შემთხვევა ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია.  მომხდარს უკვე იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებიც მუშაობდნენ. 

იყო თუ არა დაცული მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების ზომები და ეკისრება თუ არა პასუხიმგებლობა მომხდარის გამო "საქნახშირს" ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.