კორონავირუსი პარლამენტში - დეპუტატების ინფიცირების გამო კომიტეტის სხდომა გადაიდო
სამი ოპოზიციონერი დეპუტატის - ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტში დღეს არ იმსჯელებენ. საპროცედურო საკითხთა კომიტეტიის სხდომის გადადების მიზეზი დეპუტატების კორონავირუსით ინფიცირება გახდა.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, უცნობია, როდის გაიმართება კომიტეტის სხდომა.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 35 პაციენტი.