სისხლიანი დაპირისპირება გორში - 82 წლის მამამ შვილი სამზარეულოს დანით დაჭრა
სისხლიანი დაპირისპირება გორში - შვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 82 წლის მამაკაცია დაკავებული. მამამ საკუთარი შვილი სამზარეულოს დანით დაჭრა.
47 წლის კაც მრავლობითი ჭრილობები გულის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილი კატასტროფის ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია, მდგომარეობა კრიტიკულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა გორში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შვილს - 1975 წელს დაბადებულ გ.მ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული"- აცხადებენ გომელაურის უწყებაში.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19 -109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.