ქუათაიში მანქანები არასრულწლოვნებმა გაძარცვეს - შსს
ქურდობის სერია ფოთსა და ქუთაისში - გამოძიების ინფორმაციით, ქუათაიში მანქანები არასრულწლოვნებმა გაძარცვეს. შსს-ში აცხადებენ, რომ უწყებამ 15 და 16 წლის ახალგაზრდები ამხილა.
გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 29 იანვარს, ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე, 5 ავტომანქანა გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
პოლიციამ მოპარული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. მხილებული არასრულწლოვნები დანაშაულს აღიარებენ.
დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ფოთს, პოლიციამ სატვირთო ავტომობილების გაქურდვის ფაქტებზე 3 პირი დააკავა, ქურდობის ბრალდებით, 3 პირი: 2000 წელს დაბადებული ზ.ჩ., 2000 წელს დაბადებული დ.ჭ. და 2001 წელს დაბადებული დ.ღ. ფოთში აიყვანეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 31 იანვარს, ფოთში, სხვადასხვა ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილები გაქურდეს და მიიმალნენ.
ფოთში მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, ხოლო ქუთაისში მომხდარ ფაქტებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.