მკვლელობა გაუპატიურების მოტივით?! - დაკავებულს წარსულში სხვა მსხვერპლიც ჰყავდა
ვინ გახსნა ციხის კარი გაუპატიურებაში ბრალდებულისთვის ვადაზე ადრე?!
"ტვ პირველის" ინფორმაციით, 68 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული 42 წლის მამუკა მოკვერაშვილი მეზობლების გაუპატიურებისთვის სასჯელს მანამდეც ორჯერ იხდიდა.
სასტიკ დანაშაულში ბრალდებული კაცის მეზობლები აცხადებენ რომ 42 წლის კაცმა ციხე სამი წლის წინ, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვა.
არსებული ინფორმაციით, ქვემო მაჩხაანში, მოკვერაშვილმა უკვე სხვა მეზობელზე იძალადა, როცა ქამა წინააღმდეგობა გაუწია, მას დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
საზარელი მკვლელობა კახეთში ორი დღის წინ მოხდა. 68 წლის მოხუცი გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს. ის სისხლისგან დაიცალა. ოჯახი ახლა ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია.
"პირველებმა" სოფელ ხორნაბუჯში იმ ქალის შვილი ჩაწერა, რომელზეც წარსულში მოკვერაშვილმა იძალადა.
პირველი შემთხვევა, პირველ "სროკზე" დედაჩემზე გააკეთა...მაგ დამპალმა. 7 თუ 8 წელი იჯდა. მერე გააკეთა ისიც მოხუც ქალზე, რუსი ქალი იყო საწყალი. სულყველას სახეში და თავში ურტყამს, - ამბობს მსხვერპლის შვილი.