ოფიციალურად - სემეკი "თელასსა" და "თემლიკოს" შეამოწმებს

03.02.22 14:08
ოფიციალურად - სემეკი "თელასსა" და "თემლიკოს" შეამოწმებს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანია "თელმიკოსა" და "თელასში" დღეიდან სპეციალური ჯგუფი შევა, რომელიც აბონენტებისთვის დარიცხული გადასახადების შემოწმებას დაიწყებს.

სპეციალისტებმა ერთი თვის განმავლობაში უნდა გაარკვიონ, რამდენად სწორად დარიცხეს თბილისში ელექტროგამანაწილებელმა დავალიანების შესახებ მონაცემები.

დავით ნარმანია ამბობს, რომ თუ აღმოჩნდება, რომ მოქალაქეებს ზედმეტად დაერიცხათ თანხები, კომპანიას დაევალება, ზედმეტად გადახდილი თანხები მემდევნო თვის გადასახადის ანგარიშში ჩაუთვალოს.

„ თუ მასშტაბური ხასიათის დარღვევებს ექნება ადგილი, გასულ წელს გამოყენებული ჯარიმები გაორმაგდება. თუ აღმოჩნდება, რომ მოქალაქეებს ზედმეტად დაერიცხათ თანხები, ასეთ შემთხვევაში კომპანიას დაევალება, რომ ზედმეტად გადახდილი თანხები მემდევნო თვის გადასახდელების ანგარიშში ჩაუთვალოს, ამდენად მომხმარეები არ დაზარალდებიან",- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

რაც შეეხება ლიცენზიის ჩამორთმევის შესაძლებლობას სემეკი-ს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა კომპანია ვერ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც სალიცენზიო წესებით არის განსაზღვრული.

„თუ მასშტაბური იქნება, ყველასთვის არასწორად იქნება დარიცხვა, ასეთ შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ... ვნახოთ. ვნახოთ, რა ტიპის დარღვევა იქნება“, - თქვა ნარმანიამ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სემეკმა სემეკმა მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო "თელასი" 50 000 ლარით, „თელმიკო“ კი 75 000 ლარით დააჯარიმა.

თავის მხრივ „თელასისა" და „თელმიკოს" წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი თანამშრომლობისთვის მზად არიან.