კაცი, რომელსაც 82 წლის მამამ 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, გარდაიცვალა

03.02.22 20:52
კაცი, რომელსაც 82 წლის მამამ 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, გარდაიცვალა

გორში, 3 დღის წინ მამის მიერ დაჭრილი 47 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

83 წლის მამამ მას 30 ჭრილობა მიაყენა, სასამართლოზე  დანაშაილის მოტივად შვილის მხრიდან სასტიკი მოპყრობა დაასახელა. 

შვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 82 წლის მამაკაცი ორი დღის წინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მოხუცმა ვაჟიშვილს სამზარეულოს დანით 30-ზე მეტი ჭრილობა მაშინ მიაყენა, როცა გიგიტა მეგრელიშვილს ეძინა.