უკანონო მშენებლობების ბუმი დედაქალაქში - კალაძე "ოცნების" შემომწირველებს ასაჩუქრებს

04.02.22 13:38
უკანონო მშენებლობების ბუმი დედაქალაქში - კალაძე "ოცნების" შემომწირველებს ასაჩუქრებს

უკანონო მშელებლობების ბუმი დედაქალაქის შუაგულში - კახი კალაძე" ქართული ოცნების" შემომწირველებს სათანადოდ ასაჩუქრებს. დედაქალაქის მერმა  ძველ თბილისში ,ისტორიული გალავნის თავზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა. ნებართვის გაცემის შემდეგ კი  თქვა, რომ   პროექტი შეთანხმებას ასცდა და დადო პირობა, რომ სასტუმროს მშენებლობა შეჩერდებოდა. მერის პირობის მიუხედავად, ძველ თბილისში მშენებლობა მაინც არ შეჩერდა.

ირკვევა, რომ  ბაჩანა ადამია, რომელიც ნაკაშძის ქუცაზე სასტუმროს იშენებს, კომპანია "Support in Georgia"-ას სამი მეწილიედან ერთ-ერთია. სწორედ ადამია სწირავს "ქრატულ ოცნებას" 60 ათასს და ამას არც მალავს. 

ადგილზე დღეს ენმ-ს წევრები ბაჩანა ადმიას შეხვდნენ. ხელისუფლების ოპონენტებს თან ის დოკუმენტაცია ჰქონდათ მიტანილ, რომლის საფუძველზეც აღნიშნული შენობის დემონტაჟი უდნა მომხდარიყო.

2014 წელს მერია ამბობდა, რომ კულკტურული მემკვიდრეობის ძეგლია და  აქ ასე ჩარევა არ შეიძლება და მშენებლობის ნებართვას არაფრით გასცემდა. კახი კალაძე, რა თქმა უნდა, ჩაერია, რა თქმა უნდა, სამშენებლო ნებართვა გასცა და შემდებ 2020 წელს მტავრობის სხდომაზე კეკლუცობს და ამბობს, რომ „იქო გადააჭარბა მშენებელმა პარამეტრებს და იმაზე მეტს აშენებს, ვიდრე უნდა აშენებდეს და სასწრაფოდო, მუშტით დააბრახუნა და თქვა,  დემონტაჟი გააკეთონ ახლა სასწრაფადო. 2022 წელია კალენდარზე, არაფერი დემონტაჟი არ მომხდარა. მშენებლი აგრძლეებს მშენებლობას, მეტსაც გეტყვით, კალაძემ დეკემბრის თვეში თავად გაუგრძელა მშენებლობის ნებართვა და გრძელდება კულუტურული მემკვიდრეობის შენობაზე ჩარევა მახინჯურად, უკანონოდ, გაგიკვირდებათ და ამას აკეთებს „ქართული ოცნების“ შემომწირველი ვინმე ადამია, - თქვა ენმ-ს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა. 

რაც შეეხება თავად ადამიას, მისი  განმარტებით, მშენებლობა 2008 წელს გაცემული პროექტის მიხედვით ხორციელდება, რომელიც 2018 წელს განაახლეს და აქ უკანონობას ადგილი არ ჰქონია. 

ოპოზიციის გარდა მშენებლობსა აპროტესტებენ ადგილობრივი მცხოვრებლებიც, მათი ტქმით, სასტუმროს ასენების ხარჯკზე მათ ფაქტობრივად ეზო ამოუშენეს.