გორში გარდაცვლილი სამხედრო იპოვეს - ბოლო ინფორმაცია ორთაშენიდან

10.02.22 17:09
გორში გარდაცვლილი სამხედრო იპოვეს - ბოლო ინფორმაცია ორთაშენიდან

გორის სოფელ ორთაშენში, სამხედრო ბაზის სიახლოვეს, სადაც სამხედრო ოფიცერის ცხედარი იპოვეს, ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. 

რამდენიმე სათის წინ, ადგილობრივებმა, 45 წლის სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პირველადი ინფორმაციით, კაცი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, თუმცა ადგილზე, სადაც ცხედარი იპოვეს სამანქანო გზა არ არის. 

ადგილზე გარდაცვლილის ოჯახის წევრი იმყოფებოდა, თუმცა მას მედიასთან მომხდარზე საუბარი უჭირს. ამბობს, რომ გარდაცვლილს პრობლემა არ ჰქონია. 

მსგავსი სიახლეები