ლარი კვლავ გაუფასურდა
10 თებერვალის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9544 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9331 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -2.13 თეთრი შეადგინა.
ეკონომისტების შეფასებით, ლარის გამყარება ხანმოკლე იყო. მათი ნაწილი საუბრობს რომ ეროვნული ბანკის ჩარევამ დროებითი გამყარება გამოიწვია, რაც დადებით შედეგს ვერ მოიტანს და ფასები კვლავ მაღალი დარჩება.