"ეს არის უპრეცედენტო თავდასხმა ქართულ მეცნიერებაზე" - მეცნიერები წულუკიანის გადაწყვეტილებაზე

11.02.22 11:36
"ეს არის  უპრეცედენტო თავდასხმა ქართულ მეცნიერებაზე" - მეცნიერები წულუკიანის გადაწყვეტილებაზე

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ სამეცნიერო კვლევების შეჩერებას მეცნიერები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები  ქართველ მეცნიერებზე ზეწოლად აფასებენ. წულუკიანის რეპრესიების მსხვერპლი, ხელოვნების მუზეუმის ყოფილი დირექტორი, ეკა კიკნაძე  13 სამეცნიერი პროექტის შეჩერებას უპრეცედენტო თავდასხმად აფასებს. 

ამ ეტაპზე მთავარი ეს არის ინფორმირება საზოგადოებისა, აკადემიური წრეებისა და იმის გაჟღერება, რომ ეს არის უპრეცედენტო თავდასხმა ქართულ მეცნიერებაზე, აკადემიურ თავისუფლებაზე, რომელიც ისეთივე მონაპოვარია და ისეთივე დასაცავი ფასეულობაა, როგორც სიტყვის თავისუფლება. ძალიან რთულია იმ დანაკარგის შეფასება, რომელიც მოსდევს ამ პროექტების გაჩერებას", - ამბობს ეკა კიკნაძე.

ადვოკატის თქმით, წულუკიანის მიერ პროექტის შეჩერება მეცნიერების წინააღმდეგ  ბრძოლაა.  

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რაც ახლა ხდება ეს არის ბრძოლა მეცნიერების წინააღმდეგ, ბრძოლა სამუზეუმო საქმიანობის წინააღმდეგ", - ამბობს ადვოკატი სულხან სალაძე.  

  წულუკიანის გადაწყვეტილებით,  შოთა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტებიდან 13 შეჩერებულია. მიზეზად კონკურსის არასწორად ჩატარება სახელდება. კონკურსში გამარჯვებულებს შორის ის ადამიანები არიან, რომლებიც თავის დროზე წულუკიანის რეპრესიების ქვეშ აღმოჩნდნენ, მათ შორის არის ეკა კიკნაძე, ხელოვნების მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელი. 

მსგავსი სიახლეები