გაუჩინარებული ტურისტი - თბილისში აშშ-ს მოქალაქეს ეძებენ
თბილისში შეერთებული შტატების მოქალაქეს, ალექს ლოიჯის ეძებენ. ტურისტი თბილისში 4 დღის წინ გაუჩინარდა. მისი კვალი თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩიდან იკარგება. დაკარგული ტურისტის მეგობრების თქმით, მისი ტელეფონი გამორთულია და მასთან დაკავშირებას ვერავინ ახერხებს.
სასტუმროში ამბობენ, რომ ამერიკის მოქალაქე მათთან 3 თებერვალს დაბინავდა და 7 თებერვლამდე ცხოვრობდა.
3 თებერვალს შემოვიდა ჩვენთან და იყო 7 თებერვლამდე. 7-ში კარებთან უგონო მდგომარეობაში იწვა არაფხიზელი იყო, გამოვიძახეთ პატრული, პატრულმა სასწრაფოს დაუძახა წაიყვანეს კლინიკაში, მეორე დღეს გამოფხიზლებული მოვიდა თავისი ნივთები წაიღო და წავიდა. მუდმივად მარტო იყო", - ამბობს სასტუმროს მენეჯერი.
შსს-ში "ტვ პირველთან" აცხადებენ, რომ გამოძიების დეტალზებზე ვერ ისაუბრებენ.