ცოლ-ქმარი ბავშვის თანდასწრებით მოკლეს - კახეთში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები

11.02.22 15:02
ცოლ-ქმარი ბავშვის თანდასწრებით მოკლეს - კახეთში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები

კახეთში ცოლ-ქმარი ბავშვის თანდასწრებით მოკლეს. ამის შესახებ "პირველებთან" ოჯახის ახლობლები საუბრობენ. მათი თქმით, მკვლელობის ერთადერთი თვითმხილველი მოკლული ცოლ-ქმრის  8 წლის ბიჭია.  არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი მწყემსმა თითო გასროლით მოკლა. "ტვ პორველის" ინფორმაციით, თავდაპირველად მწყემსმა ქმარი მოკლა, ბავშვის დედა კი თავდაპირველად გადარჩა და სწორედ მან დაურეკა პოლიციას და შეატყობინა მომხდარი დანაშაულის შესახებ. დაჭრილმა ქალმა სახლის უკან გადაინაცვლა, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.  "ტვ პირველის" ინფორმაციით,მკვლელმა  8 წლის ბიჭი მკვლელობის შემდეგ მეორე სართულზე აიყვანა და დატოვა. მკვლელი სავარაუდოდ, 30 ათას ლარს ეძებდა.

ჭიკაანელები ყოფილან ოჯახი ამოწყვიტესო. ბავშვის თანდასწრებით მოუკლავს. 6 თუ 8 წლის არის ბავშვი. ვენახი ქონიათ და ცოლ-ქმარს გაუყიდია, ფულის გულისთვის დახოცა", - ამბობს ოჯახის ახლობელი. 

მკვლელობა თელავში გუშინ მოხდა. პოლიციას მკვლელობაში ბრალდებული ამ დრომდე არ დაუკავებია. შსს-ში აცხადებენ, რომ დამნაშავე იდენტიფიცირებულია. 

მსგავსი სიახლეები