"ფეხები ჰქონდა მოყინული და გამოაგდეს" - ქუთაისში სოციალურად დაუცველი მოხუცი კლინიკამ არ მიიღო

11.02.22 17:32
"ფეხები ჰქონდა მოყინული და გამოაგდეს" - ქუთაისში სოციალურად დაუცველი მოხუცი კლინიკამ არ მიიღო

ქუთაისში სოციალურად დაუცველი მოხუცი კლინიკამ არ მიიღო. ქალბატონი,რომელიც ქუთაისში რამდენიმე საავადმყოფომ უარით გაისტუმრა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გვიან ღამით სამეგრელოში გადაიყვანა.

ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ კოვიდ დადებითი პაციენტისთვის ადგილი არ ჰქონდათ, ჩხობაძის სახელობის სამედიცინო ცეტრის ექიმებმა კი ჩათვალეს, რომ პაციენტი სტაციონარულ მკურნალობას არ საჭიროებდა, ამიტომ კლინიკაში არ დატოვეს. 60 წლამდე ქალი, უმწეო მდგომარეობაში, ღამით ქუჩაში მოქალაქეებმა იპოვეს. თვითმხილველების თქმით, უსახლკარო ადამიანის დახმარება ექიმებმა საჭიროდ არ ჩათვალეს. 

გამოაგდეს გარეთ, რადგან უსახლკარო იყო, ექიმებმა არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ დახმარებოდნენ. ფეხები ქონდა მოყინული და აუცილებელ დამხარებას საჭიროებდა, ოფიციალურად თქვეს, რომ არ საწიროებდა დახმარებას", - ამბობს თვითმხილველი. 

კლინიკაში ამტკიცებენ, რომ მოხუცი გადაუდებელ დახმარებას არ საჭიროებდა. 

სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსეს და დახმარება ითხოვეს, რის შემდეგაც მას დახმარება გაეწია. მოხუცი მკურნალობის კურსს სენაკის ერთ-ერთ კოვიდ კლინიკაში გადის. 

მსგავსი სიახლეები