კორონავირუსმა საპატრიარქოში შეაღწია - პატრიარქი იზოლაციაშია
კორონავირუსმა საპატრიარქოში შეაღწია. პატრიარქი იზოლაციაშია. საპატრიარქოს განცხადების თანახმად, ვირუსით ინფიცირებულები არიან მონაზვნები, თუმცა შენობას, სადაც უწმინდესის რეზიდენციაა განთავსებული, მონასტერთან შეხება არ აქვს.
იოაკიმეს და ანას სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი ვეფხია ოდიშარია "პირველებთან" საუბარში ამბობს, რომ მათ კლინიკაში სასულიერო პირები და მონაზვნები მკურნალობას გადიან, თუმცა არიან თუ არა ისინი საპატრიარქოს წარმომადგენლები, არ ადასტურებს.
იოაკიმეს და ანას სამედიცინო ცენტრში ამჟამად წევს 100-მდე პაციენტი. მათ შორის 5 სასულიერო პირი, 4 მონაზონი. პერსონალური ინფორმაციის გაცემის უფლება მე არ მაქვს, - ამბობს საპატრიარქოს კლინიკის ხელმძღვანელი.
კათოლიკოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად "პირველებმა" მის მკურნალ ექიმთან, ცისანა შარტავასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მედიკოსმა ზარებს არ უპასუხა.