შსს მორიგ სკანდალშო ეხვევა - ყოფილი პოლიციელი სისტემას ამხელს

12.02.22 13:00
შსს მორიგ სკანდალშო ეხვევა - ყოფილი პოლიციელი სისტემას ამხელს

მორიგი სკანდალი შიდა ქართლის პოლიციაში - სისტემას ყოფილი პოლიციელი ამხელს. შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, დავით ჭალიძე ამბობს, რომ პოლიციის მაღალჩისნონები მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ, წინაღმდეგ გაწევის შემდეგ კი ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი სამსახურიდან გაუშვეს. მოძალადე პოლიციელები ისევ სისტემაშ რჩებიან.

ჭალიძე იმ პოლიციელების ვინაობას ასახელებს, რომლებიც კრიმინალებს მფარველობენ და პოლიციელებს სასტიკად უსწორდებიან. მისი თქმით, სწორედ ეს გახდა მოქმედი პოლიციელების მხრიდან მასზე ფიზიკური ძალადობის მიზეზი.

ყოფილი პოლიციელი ამბობს, რომ კრიმინალების დაკავების შემდეგ მას ჯერ ბორკილები დაადეს, შემდეგ კი შენობის მეორე სართულზე აიყვანეს და სასტიკად სცემეს. მომხდარის შემდეგ დავით ჭალიძე გამოგონილი მიზეზით დააკავეს. 

დავით ჭალიძის თქმით, რომან მამუჩიშვილს, აჩიკო ახალკაცს, ჯონი კირვალიძეს და მამუკა ტერაშვილს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და ასევე, შიდა ქართის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილია კვაღინიძე მფარველობენ. 

ჭალიძის ადვოკატს საქმის მასალები მხოლოდ მას შემდეგ გადასცეს, რაც ამის შესახებ სტრასბურგის სასამართლომ მოითხოვა.

ჩემს მიერ დაკავებული იქნა კრიმინალები, ამის შემდეგ პოლიციის ხელმძღვანელობა ჩემთან შემოვიდა კონფლიქტში, არ მოეწონათ აღნიშნული თემა,ის დაკავბეულები მათ გაუშვეს. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, დამაკავეს იმ მიზეზით ვითომდა მე, მათ, პოლიციელებს ამ შემთხვევაში, ჯონი კირვალიძეს და მამუკა ტერაშვილს მივაყენე სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავებულს, ძირს დაგდებულს სახეში ჩამარტყეს წიხლი. ბორკილები მედო, დაახლოებით ორი საათი ძირს ვეგდე. აჩიკო ახალკაცი ბორკილებს მიჭერდა ხელებზე. პროკურატურა არ უყენებს აღნიშნულ პოლიციელებს და პროკურორს ბრალს. ჩემთვის ცნობილია, რომ ბატონ შს მინისტრს აღნიშნული პოლიციელები დაჯილდოვებული ჰაყვს სხვადასხვა მედლებით და მფარველობს მათ, - ამბობს ჭალიძე. 

დავით ჭალიძე დამნაშავეების დასჯას ითხოვს. ი 

მსგავსი სიახლეები