კალაძის გაფრთხილება აფრიკაში მცხოვრებლებს -სოცდაუცველებს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ
აფრიკის დასახლებაში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველებმა დედაქალაქის მერისგან კიდევ ერთი გაფრთხილება მიიღეს. კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მათ ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ.
ე.წ. ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მცხოვრებლები ადგილზე ტექნიკის გამოჩენას და სახლების დანგრევას ყოველწუთიერად ელიან. მოქალაქეები აცხადებენ, რომ სიმწრით ნაშოვნს და ნაშრომს შიშველი ხელებით დაიცავენ.
არანაიარად არ დავუთმობ. ჩემი სახლი და კარია, სხვა წასასვლელი არ მაქვს. წასასვლელი რომ მქონოდა, აქ მართლა არ ვიცხოვრებდი. რა პირობებშ ვცხოვრობთ, ეგეც ჩანს. ვერც ქირით ვცხოვრბთ უკვე, ვცხოვრობდით 5 წელი და ვეღარ ვაკეთებ ვერაფერს, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.