ადამიანები უმძიმესი ისტორიით - ხელისუფლებისგან მიტოვებული დევნილი მეზობლის ავტოფარეხიდან გაასვენეს

12.02.22 20:40
ადამიანები უმძიმესი  ისტორიით  - ხელისუფლებისგან  მიტოვებული დევნილი მეზობლის  ავტოფარეხიდან გაასვენეს

აფხაზეთიდან დევნილი, რომელიც 30 წელი სახელმწიფოსგან ბინას ელოდებოდა, ავტოფარეხიდან გაასვენეს. შემთხვევა რუსთავთან ახლოს მოხდა იმ ტერიტორიაზე, სადაც  აფხაზეთიდან დევნილები უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. 

ახლობლები ყვებიან, რომ ოჯახს  თამაზ კალანდიასთვის პანაშვიდის გადასახდელად ერთი ოთახიც  კი არ ჰქონდა და დახმარება მეზობლებს სთხოვა. 

სადმე დაგვასვენებინეთო, ჭურჭელიც არ ჰქონიათ და მეზობლებს ავტოფარეხის კარი გაუღიათ და აქ შემოუსვენებიათ", - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი. 

მეზობლები ამბობენ, რომ თამაზ კალანდია სახელმწიფოსგან დახმარებას ბოლო წუთამდე ითხოვდა. კალანდიას შვილი დასახლებაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობს, 13 წლის გოგონას სკოლაში წასვლის შესაძლებლობაც არ აქვს.  

 

 

 

მსგავსი სიახლეები