გარდაბანში აფეთქების შედეგად 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

01.03.21 17:28
გარდაბანში აფეთქების შედეგად 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

გარდაბანში მომხდარი აფეთქების შედეგად 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. აფეთქების შედეგად დაშავდა კიდევ ერთი მოზარდი,  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, შემთხვევა სკოლიდან გამოსვლის შემდეგ მოხდა, როცა არასრულწლოვანი ძმები სკოლასთან ახლოს მდებარე შენობაში იმყოფებოდნენ. ადგილობრივების ნაწილი ყვება, რომ მოზარდებს ხელყუმბარა აუფეთქდათ, მეორე ვერსიით კი ძმებმა ხელი ელექტროგაყვანილობებს მოკიდეს,რამაც აფეთქება გამოიწვია.